ლონდონში ებრაული თემის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ - დაჭრილია ორი ადამიანი

29.04.26 17:33
ლონდონში ებრაული თემის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ - დაჭრილია ორი ადამიანი

ლონდონში, გოლდერს-გრინის უბანში, სადაც დიდი ბრიტანეთის ებრაული თემის წარმომადგენლები ცხოვრობენ, ორი ებრაელი კაცი დაჭრეს. 

70 და 30 წლის მოქალაქეებს თავს დანით შეიარაღებული კაცი დაესხა. 

უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაცია "შომრიმის" ცნობით,  ორგანიზაციის წევრებმა 45 წლის კაცი გააჩერეს.

ბიბისის ცნობით,  თავდამსხმელი დაკავებულია, მან ასევე პოლიციელის დაჭრა სცადა.

"ლონდონის ებრაელთა თემი გახდა თავზარდამცემი ანტისემიტური თავდასხმების სერიის სამიზნე. საზოგადოებაში არ უნდა იყოს სივრცე ანტისემიტიზმისთვის. პოლიციამ ამ რაიონში გააძლიერა პატრულირება" - წერს ლონდონის მერი.

ინციდენტის შესახებ განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმაც. "ჩვენს ებრაულ თემზე თავდასხმა არის ბრიტანეთზე თავდასხმა - წერს სტარმერი პლატფორმაზე X.