რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს - არიან დაშავებულები
რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს - უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავდა 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის ცნობით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფებიან.
მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესაში საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ობიექტებს დაარტყეს.
„ქალაქის ცენტრში მდებარე კერძო სახლები და საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. ასევე, დაზიანდა ავტომობილები, სავაჭრო ცენტრი, საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული შენობები“, - აღნიშნა ლისაკმა.