მედია: „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა
„ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა - ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 12 პროცენტზე მეტით მოიმატა.
ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი სამ პროცენტზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 110 დოლარს გადააჭარბა.
გამოცემის ცნობით, ეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტამპის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გაგრძელების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მოხდა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის საზღვაო ბლოკადა ეფექტიანია და არ მოხსნის, ვიდრე ბირთვულ საკითხზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.