პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო - ჰეგსეტი

30.04.26 10:53
პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო - ჰეგსეტი

პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენების შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ პენტაგონმა აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინის დასახმარებლად დამტკიცებული 400 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა უკვე გამოყო.

„დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ეს 400 მილიონი ევროპული შესაძლებლობების გაძლიერებისთვის იყო გამოყოფილი და ეს თანხა უკვე გამოთავისუფლდა“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.