„მყისიერად დავიკავებთ“ — ტრამპი კუბაში ავიამზიდ Abraham Lincoln-ის გაგზავნით იმუქრება

03.05.26 19:31
„მყისიერად დავიკავებთ“ — ტრამპი კუბაში ავიამზიდ Abraham Lincoln-ის გაგზავნით იმუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „თითქმის მყისიერად“ აიღებს კუბას. ამის შესახებ მან ფლორიდაში, პალმ-ბიჩის ფორუმ-კლუბში გამოსვლისას თქვა, იტყობინება FOX News.

„კუბას პრობლემები აქვს. ჯერ ერთს დავასრულებთ (ომს). მიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა,“ – განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე ახსენა ამერიკული ავიამზიდი Abraham Lincoln, რომელიც ამჟამად ახლო აღმოსავლეთში ასრულებს დავალებებს. ტრამპმა გააკრიტიკა ამერიკული ძალის „ჰიპოთეტური დემონსტრირება“.

ირანიდან დაბრუნების გზაზე ჩვენთან იქნება ერთ-ერთი ჩვენი დიდი, შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი — USS Abraham Lincoln. ჩვენ მას მოვიწვევთ, ნაპირიდან დაახლოებით 90 მეტრში გავჩერდებით და ისინი იტყვიან: „გმადლობთ, ვნებდებით“, — განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, მან აღნიშნულ საკითხზე დამატებითი დეტალები არ გააჟღერა. ასევე, თეთრმა სახლმა ჟურნალისტების შეკითხვას არ უპასუხა — საუბარი ჰიპოთეტურ იდეას ეხებოდა თუ ვაშინგტონის რეალურ გეგმებს რეგიონში.

მსგავსი სიახლეები