EU- თან ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა, პუტინი მზადაა მოლაპარაკებისთვის - პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა ყველასთან მოლაპარაკებები აწარმოოს, - ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მან დასძინა, რომ რუსეთი არ ყოფილა ევროკავშირთან ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატორი.
კითხვაზე, მიიღო თუ არა პუტინმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შესახებ თხოვნა და მზად არის თუ არა ის ევროკავშირთან კონტაქტებისთვის, პესკოვმა უპასუხა:
პუტინი მზადაა ყველასთან მოლაპარაკებისთვის. მან ეს არაერთხელ განაცხადა. რუსეთი არ იყო ჩვენი ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი. ეს ბრიუსელმა და ცალკეულმა ევროპულმა დედაქალაქებმა დაიწყეს, - თქვა მან.