ტრამპი ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდეს

09.05.26 10:20
ტრამპი ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდეს

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ  ტრამპი ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდეს.

შესაძლოა,ეს კარგი იქნებოდა - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ. 

მსურს, რომ ეს დასრულდეს. ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისით რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი რამ არის. ყოველთვიურად 25000 ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება. ეს სიგიჟეა. ასე რომ, ეს სავსებით შესაძლებელია“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

ეს ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა კინეტიკური აქტიურობის შეჩერებას და ასევე ყოველი ქვეყნიდან 1000 ტყვის გაცვლას. ეს მოთხოვნა პირადად მე გავაკეთე, და ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მასზე დათანხმებას“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.