გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ყოველთვის ჩვენი დარჩება - პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოდის.
გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ყოველთვის ჩვენი დარჩება - განაცხადა წითელ მოედანზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა.
თავის სიტყვაში პუტინმა თქვა, რომ მისი სამხედროები უკრაინაში ებრძვიან "აგრესიულ ძალას", რომელსაც მთლიანი ნატო უჭერს მხარს და თავის საბრძოლო მიზნებს "სამართლიანი" უწოდა.
- სამხედრო აღლუმში მონაწილეობა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებმა და ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმაც მიიღეს.
მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია. დიდება გამარჯვებულ ხალხს! დიდება ვეტერანებს! დიდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს! გილოცავთ გამარჯვების დღეს! გამარჯვებული თაობების გმირობა შთააგონებს იმ მეომრებს, რომლებიც დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანებს ასრულებენ. ისინი უპირისპირდებიან აგრესიულ ძალას, რომელიც ნატო-ს მთელი ბლოკის მიერ არის შეიარაღებული და მხარდაჭერილი. მიუხედავად ამისა, ჩვენი გმირები წინსვლას აგრძელებენ.
სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გამარჯვება არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ მის ზურგში მიიღწევა. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს. გამარჯვებაში ყველას პირადი წვლილი შეაქვს. როგორც არ უნდა შეიცვალოს ტექნოლოგია და საბრძოლო მეთოდები, ყველაზე მნიშვნელოვანი უცვლელი რჩება: ქვეყნის ბედს ხალხი განსაზღვრავს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
წითელ მოედანზემეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი წელს მხოლოდ 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.