უკრაინის გენშტაბი: ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ფრონტის ხაზზე შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა
ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ფრონტის ხაზზე შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
გენერალური შტაბის ცნობით, 8 მაისის საღამოს 22:00 საათიდან 9 მაისის დილის 8 საათამდე ფრონტის ხაზზე 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
8 მაისს საღამოს, რუსეთმა ნოვგოროდ-სივერსკის ოლქის სასაზღვრო სოფელს შეუტია, რის შედეგადაც დაბომბვას ჩერნიგოვის რეგიონში მხრიდან მამა-შვილის სიცოცხლე შეეწირა.
ასევე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა.
- შეგახსნებეთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი სამდღიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დათანხმდნენ, რომელიც ძალაში 9, 10 და 11 მაისს იქნება.