სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შესაძლოა, ვადაზე ადრე გადადგეს
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ შესაძლოა, გადადგეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი საპრეზიდენტო მანდატი იწურება და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ვადაზე ადრე გადადგეს.
ამასთან, ვუჩიჩმა სერბეთში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და მას „შინაარსს მოკლებული“ უწოდა.