"ბრძოლის ველზე არსებული ვითარება იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება" - პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "ბრძოლის ველზე არსებული ვითარება იმის თქმის უფლებას აძლევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება". ამის შესახებ პუტინმა ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტის შედეგების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეს განცხადება არა უმიზეზოდ, არამედ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის ანალიზზე დაყრდნობით გავაკეთე, სადაც ჩვენი ჯარები ყველა მიმართულებით წინ მიდიან.
საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას მისი დასრულების კონკრეტული ვადების დასახელება შეუძლებელია.
ეს არა მხოლოდ წინდაუხედავი ნაბიჯია, არამედ ეს თითქმის არასდროს კეთდება და ამის გაკეთებას არც მე ვაპირებ," - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
მისივე მტკიცებით, მათ მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამთ და მზად არიან გააგრძელონ.
ჩვენ მოლაპარაკებებზე უარი არასდროს გვითქვამს. ჩვენ ის არ შეგვიწყვეტია და მზად ვართ გავაგრძელოთ. გარკვეული კონტაქტები ნარჩუნდება, მაგრამ მოლაპარაკებები, როგორც ასეთი, არ არის," - თქვა მან.
პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ევროპულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რაც უკრაინაში ხდება".
ტრაგედია, რაც უკრაინაში ხდება, სწორედ მათი [ევროპული ქვეყნები] პოლიტიკის შედეგია. სწორედ მათ მიიყვანეს საქმე 2014 წელს კიევში სახელმწიფო გადატრიალებამდე, რამაც რუსეთის მიერ ყირიმის დაცვის აუცილებლობა გამოიწვია, ხოლო შემდეგ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისთვის დახმარების აღმოჩენა, რომლებსაც ჩვენ წლების განმავლობაში არ ვაღიარებდით," - განაცხადა პუტინმა.
[შიფრი: ipn.ge]