რუსეთმა ხარკოვს დაარტყა - დაშავდა 14 ადამიანი
რუსეთმა ღამით ხარკოვზე კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქალაქს 15 უპილოტო საფრენი აპარატი და ორი რაკეტა დაესხა თავს.
დარტყმები ქალაქის ოთხ რაიონში დაფიქსირდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ავტომობილები და სამრეწველო ობიექტები. რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. პარალელურად, დარტყმები ხარკოვის ოლქის სხვა დასახლებებზეც განხორციელდა.