დრონების შეტევის შემდეგ კრასნოდარის მხარეში ნავთობქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

02.06.26 10:31
დრონების შეტევის შემდეგ კრასნოდარის მხარეში ნავთობქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის კრასნოდარის მხარეში დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2 ივნისის ღამეს რეგიონში არაერთი აფეთქება გაისმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებზეც თავდასხმის შემდეგ წარმოქმნილი კვამლის მასიური სვეტია ასახული.

კრასნოდარის ოპერატიულმა შტაბმა დაადასტურა, რომ ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რეგიონში ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოდ ითვლება და წელიწადში დაახლოებით 6,6 მილიონ ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია. გავრცელებული ცნობებით, ომის დაწყების შემდეგ ეს ობიექტი დრონების სამიზნე არაერთხელ გამხდარა.