ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

03.06.26 10:26
ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ გამოცემა Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი ევიან-ლე-ბენში დაგეგმილ შეხვედრებზე მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს — საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შეხვდება.

წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მიზანი პარტნიორებთან სამხედრო თანამშრომლობის, თავდაცვის გაძლიერებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხების განხილვა იქნება. შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მიმდინარე ომის ფონზე საერთაშორისო კოორდინაციის გაღრმავებას.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტი საფრანგეთში 15-17 ივნისს გაიმართება და მოსალოდნელია, რომ უკრაინის საკითხი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ექსპერტების შეფასებით, ზელენსკის მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დასავლეთის დღის წესრიგში უკრაინის მხარდაჭერა კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

მსგავსი სიახლეები