მარკ რუტე კიევში ჩავიდა

03.06.26 13:54
მარკ რუტე კიევში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიის, ანდრეი სიბიგას ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა.

სიბიგას ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს და სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

ღრმად ვაფასებთ ნატო-ს ერთიანობასა და სიძლიერეს უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, მაშინ, როდესაც ჩვენ ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ერთად ვიცავთ“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

 

მსგავსი სიახლეები