უკრაინამ დრონებით კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე რუსულ სამხედრო ხომალდს დაარტყა
უკრაინამ დრონებით ლენინგრადის ოლქში, კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე რუსულ სამხედრო ხომალდს დაარტყა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დრონებით თავდასხმის შედეგად რუსული კორვეტი „ბოიკი“ დაზიანდა.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ღამით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე კრონშტადტის საზღვაო ბაზა იყო.