უნგრეთის ახალმა მთავრობამ უკრაინის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალურ გახსნაზე ვეტო მოხსნა

03.06.26 23:56
უნგრეთის ახალმა მთავრობამ უკრაინის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალურ გახსნაზე ვეტო მოხსნა

უნგრეთის ახალმა მთავრობამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალურ გახსნაზე ვეტო მოხსნა. ამის შესახებ Euronews-ი დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.

მათი ინფორმაციით, დღეს, Coreper II-ის ფორმატში ევროკავშირის ელჩების მიმდინარე შეხვედრის დღის წესრიგში, "პოზიტიური განვითარებების" გათვალისწინებით, დაემატა უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების საკითხი, დღის ბოლოს კი კვიპროსის თავმჯდომარეობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიწყო უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებებში პირველი კლასტერის ოფიციალური გახსნისთვის მზადების პროცესი. 

ეს პოზიტიური მოვლენა ერთიანობისა და მონდომების ძლიერ გზავნილს აგზავნის," - განაცხადა შეხვედრის თავმჯდომარე ქვეყნის, კვიპროსის წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები