„პერსეპოლისის“ ავტორი მარჯან სატრაპი გარდაიცვალა

04.06.26 14:33
„პერსეპოლისის“ ავტორი მარჯან სატრაპი გარდაიცვალა

ირანული წარმოშობის მწერალი, ილუსტრატორი და რეჟისორი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრებმა განაცხადეს.

ოჯახის ინფორმაციით, სატრაპი გარდაიცვალა მეუღლის, შვედი პროდიუსერისა და სცენარისტის მატიას რიპას გარდაცვალებიდან ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ. რიპა 2025 წლის აპრილში დაიღუპა.

სატრაპი მსოფლიომ განსაკუთრებით მისი ავტობიოგრაფიული გრაფიკული რომანით „პერსეპოლისი“ გაიცნო, რომელიც თეირანში გატარებულ ბავშვობასა და 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში დაწესებულ შეზღუდვებს აღწერს. მოგვიანებით იგი საფრანგეთში გადავიდა, სადაც 2006 წელს ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.

ირანის ხელისუფლების აქტიური კრიტიკოსი სატრაპი ბოლო წლებში ადამიანის უფლებებისა და ირანელი დისიდენტების მხარდაჭერის საკითხებზეც ხმამაღლა საუბრობდა. გასულ წელს მან საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ჯილდოზეც უარი თქვა და პარიზი ირანთან მიმართებით „ორმაგ სტანდარტებში“ დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები