ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს: უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის

04.06.26 23:32
ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს: უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის

უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის, შეხვედრას გთავაზობთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი ღია წერილში წერს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს არაფერი ესაქმება მოსკოვში, ისევე, როგორც რუსეთის ლიდერს კიევში, შესაბამისად, ასახელებს ქვეყნებს, რომლებიც მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად.

“უკრაინა ჩვენსა და თქვენს შორის ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ.

ყველამ გაიგონა თქვენი წარმომადგენლები ღიმილით როგორ ამბობდნენ, რომ მოსკოვში უნდა ჩავიდე, მაგრამ 26 წლის შემდეგ თქვენს დედაქალაქში უკრაინის ლიდერს არაფერი ესაქმება, ისევე, როგორც რუსეთის ლიდერს კიევში.

არის ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები - ბევრს შეუძლია და სურს ასეთი შეხვედრის მასპინძლობა.

ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს - ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება.

გთავაზობთ შეხვედრის კონკრეტული თარიღის ჩანიშვნას", - წერს ზელენსკი.

ომის დასრულების საკითხის მოლაპარაკებებში ერთ-ერთ პირობად ევროპელების მონაწილეობას ასახელებს. ამასთან ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფნის საჭიროებაზე პროცესში.

სხვა გარკვეულ მონაწილეებს შეეძლებათ ჩვენს შორის დაწყებული ორმხრივი მოლაპარაკებებისადმი შეერთება.

ვინაიდან ომი ევროპაში მიმდინარეობს, და ჩვენ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება და თქვენ თქვენთვის გინდათ უსაფრთხოების გარანტიები, ლოგიკურია იმათი მოწვევა, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა საჭიროა - მათი, ვისაც ნამდვილად აქვს ვითარებაზე გავლენის შესაძლებლობა.

ჩვენ გვჯერა, რომ აშშ უნდა იყოს პროცესში, და ამას შეუძლია მსოფლიოს ჩვენს ნაწილში უსაფრთხოების ახალი კონფიგურაციის განსაზღვრა.

გვჭირდება იმის განსაზღვრა, თუ როგორი მომავალი იქნება უკრაინელებისა და რუსების მომავალი თაობებისთვის. თუ თქვენ პერსონალურად თქვენ აზრებში არ მიხვალთ იმ იდეამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა გააგრძელებს თავისი არსებობისთვის ბრძოლას. გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს. მაგრამ ასევე მოგიწევთ გაცილებით უფრო რთული ბრძოლა თქვენი არსებობისთვის - არა რუსეთის, არამედ პირადად თქვენი. და ეს მუქარა არაა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს რუსეთის ისტორიის ფაქტებია, რომლებიც კარგად იცით: რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება,” - ნათქვამია ზელენსკის წერილში.