4 დაღუპული და 7 დაშავებული - რუსებმა კიევში დაარტყეს ქარხანას, რომელიც ბავშვებისთვის საკვებ პროდუქტებს აწარმოებდა

05.06.26 14:52
4 დაღუპული და 7 დაშავებული - რუსებმა კიევში დაარტყეს ქარხანას, რომელიც ბავშვებისთვის საკვებ პროდუქტებს აწარმოებდა

4 დაღუპული და 7 დაშავებული - რუსეთმა კიევში, ბროვარის რაიონში იაგოტინსკის საკვების გადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კომპანიის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა, ზოგიერთი ნაგებობა ნაწილობრივ განადგურდა.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიღწეული „გამარჯვებების სიაში“ შედის ქარხანა „იაგოტინსკი ბავშვებისთვის“, რომელიც ბავშვებისთვის საკვებ პროდუქტებს აწარმოებდა.

„რუსეთი აგრძელებს სიცოცხლის წინააღმდეგ ომს. ანტიბალისტიკური თავდაცვის დახმარების ყველა პაკეტი, იარაღის წარმოების შესახებ ყველა ერთობლივი შეთანხმება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების ყველა ნაბიჯი - ეს ყველაფერი ხელს უწყობს ადამიანების სიცოცხლის დაცვას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინას უჭერს მხარს! მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვაიძულოთ რუსეთი, დაასრულოს ომი და დიპლომატიის გზით წავიდეს”, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.