აშშ-ის სარდლობა: ჰორმუზის სრუტეში ოთხი ირანული დრონი ჩამოვაგდეთ, დავარტყით ირანში რადარის ობიექტებს

06.06.26 10:08
აშშ-ის სარდლობა: ჰორმუზის სრუტეში ოთხი ირანული დრონი ჩამოვაგდეთ, დავარტყით ირანში რადარის ობიექტებს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ოთხი ირანული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, ასევე ირანში დაარტყეს რადარის ობიექტებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, „სამხედრო ძალები სიფხიზლეს ინარჩუნებენ და მზად არიან, თავდაცვის მიზნით ირანის "გაუმართლებელ აგრესიას" უპასუხონ.

„რამდენიმე წუთის წინ, ცენტრალური სარდლობის ძალებმა ოთხი ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის მიმართულებით იყო გაშვებული. დრონები რეგიონული საზღვაო მიმოსვლისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა. შემდგომი თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა გორუკისა და კეშმის კუნძულებზე მდებარე ირანის სანაპირო სათვალთვალო რადარის ობიექტებს დაარტყეს“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.