სომხეთი ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება
სომხეთი ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება -ადგილობრივი მოსახლეობა ხვალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
მედია წერს, რომ სწორედ ამ პროცესზე იქნება დამოკიდებული საბოლოო ჯამში - გააგრძელებს სომხეთი სვლას ევროკავშირისკენ თუ ისევ რუსეთის ორბიტაზე გაიმყარებს ადგილს.
სომხეთში დაძაბულობა პიკს აღწევს, განსაკუთრებით რუსული მუქარების გამო. ამ ფონზე ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო წინაა საარჩევნო შეხვედრა ერევანში გამართა. ქვეყნის მთავარი მოედანი, სომხეთის პრემიერის მხარდამჭერებით იყო გადავსებული. "თქვენ უკვე თავისუფლები ხართ" - ამ სიტყვებით მიმართა ფაშინიანმა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ სომხებს, ბოლოს კი მის მხარდასაჭერად ქუჩაში გასულ მოქალაქეებს დაუჩოქა.
ასევე საპარლამენტო არჩევნებამდე დღე-ნახევრით ადრე, 5 ივნისს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმსჯელა და უარი თქვა, რეგისტრაცია გაეუქმებინა პრორუსულად განწყობილი ოპოზიციონერი მილიარდერი ბიზნესმენის, შინაპატიმრობაში მყოფი სამველ კარაპეტიანის პარტიის საარჩევნო სიისთვის.
სწორედ ეს პარტია - „ძლიერი სომხეთი“ - განიხილება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტის“ ძირითად კონკურენტად საპარლამენტო არჩევნებში.