მედია: რუსეთის რამდენიმე ოლქზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა - ნავთობის საწყობებსა და პორტებს ცეცხლი უკიდია
რუსეთის რამდენიმე ოლქზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა -უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნავთობის საწყობებსა და პორტებს ცეცხლი უკიდია.
მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა კრასნოდარის მხარის ქალაქ უსტ-ლაბინსკში მდებარე ნავთობბაზაზე, ასევე ლენინგრადის ოლქში მდებარე კრონშტადტის პორტის ტერიტორიაზეც.
გასული ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის ტულის ოლქის ქალაქ უზლოვოშიც.
დრონებით დარტყმები განხორციელდა დროებით ოკუპირებული მარიუპოლის პორტზეც. ასევე, დარტყმების შედეგად დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ზუჰრესში მდებარე ნათობბაზას ხანძარი გაუჩნდა.