თურქული მედია: შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმა განხორციელდა
შავ ზღვაში, ყირიმის მახლობლად მყოფ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემ DURU 67-ზე თავდასხმა განხორციელდა - თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი მეთევზე დაიღუპა და 4 დაშავდა.
მათივე ცნობით, თავდასხმის შემდეგ გემი ჩაიძირა, ხოლო დაშავებულების ევაკუაცია ახლოს მყოფმა თევზსაჭერმა გემმა განახორციელა.