სანკტ-პეტერბურგზე კვლავ დრონებით თავდასხმა განხორციელდა

06.06.26 14:21
სანკტ-პეტერბურგზე კვლავ დრონებით თავდასხმა განხორციელდა

სანკტ-პეტერბურგზე კვლავ დრონებით თავდასხმა განხორციელდა - ბოლო კვირის განმავლობაში ეს პეტერბურგზე უკვე მეორე დატყმაა.

  • პირველ იერიში განხორციელდა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის გახსნის დღეს, 3 ივნისს. 

უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმაზე ცნობა გაავრცელა ქალაქის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბეგლოვმა - რომელმაც ქალაქის მცხოვრებთ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქში სამი ადამიანი დაშავდა, ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან. ბეგლოვი აცხადებს, რომ "რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეძლეს ზიანის აღკვეთა".