მედია: სომხეთში ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს დრონები გააკონტროლებენ

06.06.26 16:08
მედია: სომხეთში ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს დრონები გააკონტროლებენ

სომხეთში ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს დრონები გააკონტროლებენ.

ქვეყნის ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, სწორედ დრონების მეშვეობით გამოავლინდებიან პირები, რომლებიც ხვალ ხმების ყიდვას ქრთამით თუ სხვა საშუალებით შეეცდებიან.

​თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მიზნად ისახავს იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ეფექტურობის გაზრდას, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთი ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება -ადგილობრივი მოსახლეობა ხვალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიის, ძლიერი სომხეთის 6 წევრი დააკავეს.