„არ გვინდა, საზარბაზნე ხორცი ვიყოთ“ — ლუკაშენკო უკრაინაში ჯარების გაგზავნას გამორიცხავს

07.06.26 10:19
„არ გვინდა, საზარბაზნე ხორცი ვიყოთ“ — ლუკაშენკო უკრაინაში ჯარების გაგზავნას გამორიცხავს

თვითგამოცხადებულმა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკოь განაცხადა, რომ არ აპირებს ბელარუსის სამხედროების უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნას. ამის შესახებ მან გროდნოში, ეროვნული კულტურების მე-15 ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რა, უნდა წავიდეთ და სხვისი ნებით ვიომოთ უკრაინაში? რა, გვინდა იქ საზარბაზნე ხორცად აღმოვჩნდეთ? არა, ეს არ გვინდა“, — თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინასთან „ცივილიზებული დიალოგისთვის მზად არის“.

„ჩვენ არ ვისახავთ მიზნად ომს. გვინდა მშვიდობიანი ხალხი ვიყოთ, გვინდა მშვიდად ვიცხოვროთ. ჩვენ მშვიდობა გვინდა. ხალხებს მშვიდობა მოგვაქვს“, — განაცხადა მან.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი არც აგრესორია და არც თანააგრესორი. მისი განცხადებით, მინსკი ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის მისაღწევად.

„ომი კატასტროფაა. ომი არასდროს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ასე შევიკრიბოთ, როგორც დღეს. ომი არ გვჭირდება. გამარჯვება მხოლოდ მშვიდობაში და მშვიდობიან შრომაშია შესაძლებელი“, — თქვა მან.

ამასთან, ლუკაშენკომ პოლონეთის, ლიტვისა და უკრაინის მოსახლეობასაც მიმართა:

„მინდა, პოლონელებმა, ლიტველებმა და უკრაინელებმა მომისმინონ. ჩვენ მათთან ომი არ გვინდა. თუმცა, ყოველთვის მზად ვართ, დაგიცვათ“, — განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.