გიუმრიში ოპოზიციური შტაბების ჩხრეკა და დაკავებები მიმდინარეობს

07.06.26 10:25
გიუმრიში ოპოზიციური შტაბების ჩხრეკა და დაკავებები მიმდინარეობს

სომხეთის ქალაქ გიუმრიში სამართალდამცავებმა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ოფისებსა და კერძო საცხოვრებლებში მასშტაბური ჩხრეკები ჩაატარეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დილის საათებიდან ჩხრეკა მიმდინარეობდა ბლოკ „სომხეთის“ და პარტია „ძლიერი სომხეთის“ შტაბ-ბინებში, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველის, კარაპეტ პოღოსიანის საცხოვრებელ სახლში.

გავრცელებული ცნობებით, დაკავებულია დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანი და კიდევ რამდენიმე პირი. ამ ეტაპზე სამართალდამცავ უწყებებს დაკავებების მიზეზებზე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ.

მედიის ინფორმაციით, ჩხრეკების დროს ოფისებიდან კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღეს. მოვლენები საპარლამენტო არჩევნების ფონზე ვითარდება და უკვე მწვავე პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა.