ფაშინიანი: ჩვენი მიზანია სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება... დარწმუნებული ვარ, სომხეთი გაიმარჯვებს

07.06.26 10:31
ფაშინიანი: ჩვენი მიზანია სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება... დარწმუნებული ვარ, სომხეთი გაიმარჯვებს

„ველოდები, რომ სომხეთის მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ. კორუფციის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები ვალდებულნი არიან იმოქმედონ,“ — ამის შესახებ სომხეთის ევროპული ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა. სომხეთის პრემიერის თქმით, დემოკრატია რეგიონული მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი გარანტიაა, ხოლო ქვეყნის სტრატეგიული მიზანი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებაა.

 

მოლოდინი მაქვს, რომ სომხეთის მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების უფლება.. არ ვიცი რას გულისხმობთ რეპრესიებში. ეს არის პროცესი, რომელიც სომხეთში მიდის. იცით, რომ ბევრი ფაქტია კორუფციის შესახებ, ამიტომ შესაბამისი დაწესებულებები ვალდებულები არიან, იმოქმედეონ. ჩემი მოლოდინია და დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთი გაიმარჯვებს. მე ვფიქრობ, რომ დემოკრატია ყოველთვის მუშაობსს რეგიონალური და საერთაშორისო კოოპერაციისთვის და რა თქმა უნდა, დემოკრატია რეგიონული მშვიდობის მთავარი გარანტიაა. იცით, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან მშვიდობა დავამყარეთ, კარგი ურთერთობა გვაქვს საქართველოსთან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ დროში თურქეთთან სარკინიგზო მიმართულება გაიხსნება.. ეს გარემოებები ყველა ქვეყნისთვის სარგებელს მოიტანს რეგიონში. ევროკავშირი ჩვენ მთავარი პარტნიორია დემოკრატიულ რეფორმებში, ჩვენ დავაანონსეთ, რომ სომხეთში გავატარებთ რეფორმებს იმისთვის, რომ მოვერგოთ ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ ორი შესაძლო სცენარი გვაქვს, ერთი ევროკავშირმა მიიღოს სომხეთი სრულფასოვან წევრად ან არ მიიღოს. ყველაფერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული, - განაცხადა ფაშინიანმა.