სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 11:00 საათისთვის 14.48% შეადგინა

07.06.26 13:46
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 11:00 საათისთვის 14.48% შეადგინა

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა იზრდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დილის 11:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი უკვე 362 657 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 14.48%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 2.5%-ით მაღალია.

ყველაზე მაღალი აქტივობა დიდ ქალაქებს შორის ვანაძორში დაფიქსირდა, სადაც ხმა ამომრჩეველთა 14.49%-მა მისცა. ერევანში აქტივობამ 14.46%, ხოლო გიუმრიში 11.80% შეადგინა.

სომხეთის პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური ძალა მონაწილეობს, მათ შორის 16 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი. ანალიტიკოსების შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ძირითად კონკურენციას სამი მსხვილი ოპოზიციური ძალისგან შეხვდება.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს ხმების მინიმუმ 4%, ხოლო საარჩევნო ბლოკებს 8%-ის მიღება სჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები