ცენტრალურ ისრაელში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა

07.06.26 18:20
ცენტრალურ ისრაელში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა

ცენტრალურ ისრაელში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავები მომხდარს სავარაუდო ტერორისტულ აქტად განიხილავენ.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელიც ისრაელის არაბი მოქალაქე იყო, ადგილზე მოკლეს. მის მფლობელობაში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ისრაელის მედია ასევე იუწყება, რომ მოკლულია მეორე ეჭვმიტანილიც.

სამართალდამცველების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებითი საპოლიციო ძალებია მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პოლიცია მოქალაქეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპული 35 წლის ისრაელის მოქალაქეა.