სომხეთში საარჩევნო უბნები დაიხურა — ხმების დათვლა დაიწყო

07.06.26 20:07
სომხეთში საარჩევნო უბნები დაიხურა — ხმების დათვლა დაიწყო

 

 

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი ყველა საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ხმების დათვლის პროცესი დაიწყო.

არჩევნებში მონაწილეობა 18 პოლიტიკურმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა მიიღო. ხმის მიცემის პროცესი 2005 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 2.5 მილიონ რეგისტრირებულ ამომრჩეველს ჰქონდა.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების დღეს ცალკეულ უბნებზე ტექნიკური ხარვეზები დაფიქსირდა, თუმცა უწყების განცხადებით, აღნიშნულ პრობლემებს კენჭისყრის პროცესზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია და ყველა უბანი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებდა.

ქვეყანაში არჩევნები მაღალი პოლიტიკური ინტერესისა და საერთაშორისო ყურადღების ფონზე ჩატარდა. ახლა მთავარი ინტრიგა ის არის, თუ როგორ გადანაწილდება მანდატები ახალ პარლამენტში და ვინ მიიღებს ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერას. პირველ ოფიციალურ შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს.

ვრცლად ნახეთ ვიკა ბუკიას ჩართვაში.

მსგავსი სიახლეები