ეგზიტპოლი: ფაშინიანის პარტია დამაჯერებლად ლიდერობს
სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური ძალა საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობს.
გამოკითხვის თანახმად, „სამოქალაქო კონტრაქტი“ ამომრჩეველთა ხმების 56.7%-ს იღებს, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანთან ასოცირებულ პრორუსულ ოპოზიციურ გაერთიანებას — „ძლიერ სომხეთს“ — 17.5%-იანი მხარდაჭერა აქვს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების დათვლა დაიწყო.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 58.9% შეადგინა. კენჭისყრაში მონაწილეობა 1 476 597-მა მოქალაქემ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობას, როდესაც საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 49.4%-მა დააფიქსირა.