ფაშინიანი არჩევნების შედეგებზე: „ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ“

08.06.26 07:54
ფაშინიანი არჩევნების შედეგებზე: „ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2026 წლის 7 ივნისს გამართულ მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ — „სამოქალაქო შეთანხმებამ“ გამარჯვება მოიპოვა, იუწყება Trend.

გამოცემის ცნობით, არჩევნების შედეგებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე გამოსვლისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მიღებული შედეგები მის პოლიტიკურ ძალას საშუალებას აძლევს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში აბსოლუტური უმრავლესობა შეინარჩუნოს და კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილებლობა თავიდან აიცილოს.

„პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ მთავრობას დამოუკიდებლად დააკომპლექტებს. მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვჯეროდნენ და მხარს გვიჭერდნენ. მადლობას ვუხდი ასევე მათ — და განსაკუთრებით მათ — ვინც ჩვენ მიმართ ეჭვები ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ეს ისტორიული გამარჯვებაა. ისტორიული გამარჯვება, რომელიც, უდავოდ, უზრუნველყოფს სომხეთის რესპუბლიკის სტაბილურობასა და შემდგომ განვითარებას. და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყარი და ინსტიტუციურად გამყარებული მშვიდობა,“ — განაცხადა ფაშინიანმა.