უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები სამართლიანი მშვიდობის 5 პირობაზე შეთანხმდნენ

08.06.26 10:18
უკრაინა და მისი  ევროპელი მოკავშირეები სამართლიანი მშვიდობის 5 პირობაზე შეთანხმდნენ

უკრაინამ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა [დიდმა ბრიტანეთი, გერმანი და საფრანგეთი] შეათანხმეს სამართლიანი და მყარი მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელი ხუთი პირობა შეათანხმეს.

ლიდერების ერთობლივი განცხადება  მას შემდეგ გამოქვეყნდა რაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 7 ივნისს ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა .

როგორია 5 პირობა

უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივი განცხადების მიხედვით, სამართლიანი და მყარი მშვიდობის დასამყარებლად საჭირო 5 პირობაა:

  • საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა. პუტინს მოუწოდეს დასთანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ და სრულად შეწყვეტას.
  • მოლაპარაკებებისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ფრონტზე ამჟამად არსებული ე.წ. შეხების ხაზი. საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს. სრული პატივისცემა უკრაინის სუვერენული უფლების, თავად აირჩიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და შექმნას ალიანსები.
  • ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საიმედო, იურიდიული გარანტიები, რაც მოიცავს უკრაინაში საერთაშორისო ძალების განთავსებასაც.
  • რუსეთის აქტივები გაყინული იქნება, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს და უკრაინას მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციას არ გადაუხდის.
  • შეთანხმებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ევროპის უსაფრთხოების ინტერესები. ნებისმიერ მოლაპარაკებას, რომელიც ევროკავშირს და ნატოს ეხება, სჭირდება მხოლოდ ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების და ნატოელი მოკავშირეების თანხმობა.

უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე 2026 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების სამი რაუნდი გაიმართა. პროცესი შეჩერდა თებერვლის ბოლოდან, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.