ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ ქარხანას დაარტყა
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ობიექტის ნაწილი დაზიანდა - ინფორმაციას CNN საინფორმაციო სააგენტო Fars-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირკვევა, რომ სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ ბანდარ-ე მაჰშარში მდებარე Karun Petrochemical Company-ის ისრაელის მიერ ნასროლი ჭურვები მოხვდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადეს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა კომპლექსში „რამდენიმე სამიზნეს დაარტყა“.