სომხეთის ცესკო: ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში ხმების 49.81% მიიღო

08.06.26 10:59
სომხეთის ცესკო: ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში ხმების 49.81% მიიღო

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49.81% მოიპოვა.

ცესკოს ინფორმაციით, მეორე ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 23.29% მიიღო.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების ღამეს გამოქვეყნებული ადრეული შედეგები მმართველი პარტიის უფრო მაღალ მაჩვენებელს აჩვენებდა, თუმცა უბნების სრულად დათვლის შემდეგ „სამოქალაქო კონტრაქტის“ საბოლოო შედეგი 49.81%-ზე დაფიქსირდა.

არჩევნების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა გამარჯვება უკვე გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური ძალა მთავრობის ფორმირებას დამოუკიდებლად გეგმავს