ვულოცავ ფაშინიანს გამარჯვებას, ეს არის გამოცდა EU-სთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი
მისი თქმით, უკრაინა მზადაა გააფართოვოს ჩვენი თანამშრომლობა.
ახლა ზუსტად ის დროა, რომ ევროკავშირმა რეალური მხარდაჭერა გაუწიოს სომხეთს და გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ხალხმა იგრძნოს, რომ მათი ცხოვრება უკეთესია ევროპასთან ურთიერთობის გამო. ეს არის გამოცდა ევროკავშირისთვის. მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგოთ დრო და არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობები"- წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49.81% მოიპოვა.
ცესკოს ინფორმაციით, მეორე ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 23.29% მიიღო.