ისრაელმა და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ „სროლა“ - ტრამპი
ისრაელმა და ირანმა ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.
„ისრაელმა და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ „სროლა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
საერთაშორისო მედიის ცნობით, კვირას სატელეფონო საუბრისას ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, თავი შეეკავებინა ირანზე საპასუხო თავდასხმისგან მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.