IRI და OSCE: სომხეთის არჩევნებზე რუსეთის ზეწოლა უპრეცედენტო იყო

08.06.26 18:02
IRI და OSCE: სომხეთის არჩევნებზე რუსეთის ზეწოლა უპრეცედენტო იყო

 

 

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევისა და ზეწოლის საკითხი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებების ცენტრში მოექცა. IRI-ის წარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვი საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენას ეკონომიკური, საინფორმაციო და კიბერშეტევების მექანიზმებით ცდილობდა, თუმცა სომეხმა ამომრჩეველმა საბოლოოდ ევროპული კურსის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.  

ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში აშკარად გამოიკვეთა გარე ჩარევა. სომხეთი განიცდიდა პირდაპირ ზეგავლენას რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ისინი ამას ახორციელებდნენ ეკონომიკური ზეწოლით. ასევე სომხეთის ევროპულ ვექტორტან დაკავშირებული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების შესახებ გაფრთხილებებით და იმ ნარატოვების გაძლიერებით, რომლებიც დასავლეთთან უფრო ღრმა თანამშრომლობას უსაფრთხოების მუქარად წარმოაჩენდნენ და შიშს თესავდნენ. ჩვენი მისია მდგომარეობდა იმაში, რომ თვალი გვედევნებინა რუსეთის ფედერაციის და მასთან დაკავშირებული აქტორების მხრიდან საარჩევნო გარემოში ჩარევის მცდელობებისთვის, რაც მოიცავდა ამომრჩეველზე, ბიზნესსა და პოლიტიკურ მოღვაწეებზე ზეწოლის გამოყენებას. ასევე, განსაკუთრებით სომხეთში დეზინფორმაციას სამშვიდობო ინიციატივების შესახებ და საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანას სამშვიდობო პროცესებთან დაკავშირებით, ხალხის და დამაშინებელი ნარატივების მეშვეობით. ეს ნარატივები ვრცელდება სოციალურ ქსელებში ხელოვნური ინტელექტით გერენირირებული და მანიპულურებული კონტენტის ფიშინგური თავდასხმების, ასეცე ცესკოს და სხვა სახელმწიფო ორგანოების ვებგვერდებზე კიბერშეტევების მცდელობის გზით. მიუხედავად არჩევნებში არ ჩარევებისა, სომხეთმა რეალიზება გაუკეთა თავის დემოკრატიულ ხმას და აჩვენა ამ ქვეყნის დემოკრატიული კურსი, რომელიც უშუალოდ ევროპული მიმართულებისკენ არის ორიენტირებული, - თქვა IRI-ს წარმომადგენელმა.

ამ შეფასებას ეუთოს წარმომადგენელიც იზიარებს. მისი თქმით, რუსეთი ყველა შესაძლო ბერკეტს იყენებდა სომხეთის საკუთარი გავლენის სფეროში შესანარჩუნებლად, ხოლო მოსკოვიდან მომდინარე ზეწოლამ და მუქარებმა არჩევნების პერიოდში უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია.

ნათელია, რომ რუსეთისთის პრიორიტეტს წარომადგენდა ყველა საშუალების გამოყენება, რათა შეენარჩუნებინა სომხეი თავისი გავლენის სფეროში. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის ხელისუფლება დაეყრდნო თავის დიდ გამოცდილებას არჩევნებში ჩარევის კუთხით. მოსკოვიდა მომავალმა ზეწოლამ და მუქარებმა მიაღწია უპრეცედენტო და შემაშფოთებელ დონეს. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბატონი პუტინის სიტყვები, რომელიც მიუთითებდა შესაძლო უკრაინულ სცენარზე, თუ სომხეთი გააგრძელებდა თავის პროევროპულ გზას, - განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა. 

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49.81% მოიპოვა.

ცესკოს ინფორმაციით, მეორე ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 23.29% მიიღო.