"ეს არის გამომაფხიზლებელი გამარჯვება" - გიორგი ტუმასიანი სომხეთის არჩევნებზე
"ეს არის გამომაფხიზლებელი გამარჯვება" - ამის შესახებ ინიციატივა "ჯერ საქართველოს" წევრმა, გიორგი ტუმასიანმა განაცხადა და სომხეთის არჩევნების შედეგებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სასიხარულოა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს და პრორუსული ხელისუფლება ვერ დააბრუნა, მაგრამ 2 მთავარი ოპოზიციური პარტია კვლავ პრო-რუსულია და მათ ისევ ექნებათ ადგილები პარლამენტში - "შესაბამისად ეს რუსეთის გავლენები გარკვეულწილად შენარჩუნდება".
რა თქმა უნდა, ეს არის გამარჯვება, თუმცა ეს არის გამომაფხიზლებელი გამარჯვება რეალურად, მათ შორის მმართველი ძალისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვისაც. ამავდროულად ეს არის, სამწუხაროდ, არსებული სტატსუს კვოს შენარჩუნება. სასიხარულოდ, რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს და პრორუსული ხელისუფლება ვერ დააბრუნა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტატუს კვოს შენარჩუნება იმ მხრივაც არის, რომ ოპოზიციური მთავარი ორივე პარტია რჩება პრო-რუსული და მათ ექნებათ ასევე ადგილები პარლამენტში და შესაბამისად ეს რუსეთის გავლენები გარკვეულწილად შენარჩუნდება და ვერ მოხერხდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ამ ეტაპზე. ასე რომ სტატუს კვო შენარჩუნებულია, რაც რუსეთის ამ წნეხის ფონზე, გარდა ამისა ყარაბაღის მოვლენების ფონზე, 2023 წელს, რომელიც ამ საარჩევნო ციკლი პერიოდში იყო და ძალიან მტკივნეულია საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც 120 ათასი დევნილი, რომელიც აქ ცხოვრობს და ამ საზოგადოების ნაწილი ხდება და აღიქმება ეს, როგორ გარკვეული პრობლემა, ამ ყველაფერმა იმოქმედა საზოგადოებაზე და ეს შედეგი რეალისტურად და ობიექტურად რომ შევაფასოთ ნამდვილად, ძალიან რთული პროცესების შედეგად, მათ შრის ეკლესიის მეთაურის ღია დაპირისპირების ფონზე მთავრობასთან და ფაშინიანის მოთხოვნის, რომ გადადგეს გარეგინ II, ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შედეგი გამომაფხიზლებელი გამარჯვებაა. დასაკმაყოფილებლად საკმარისია, მაგრამ შეიძლება უკეთესადაც და უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, როგორც მშვიდობის პროცესში, ასევე შიდა რეფორმების, ვაშინგტონთან დაახლოების, მათ შორის ევროპული პერსპექტივის ხელშესახებად ჩვენების საზოგადოებისთვის," - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49.81% მოიპოვა.
ცესკოს ინფორმაციით, მეორე ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 23.29% მიიღო.