რუბიო: ველით ფაშინიანთან მუშაობას, რათა სამხრეთ კავკასიაში და მის მიღმა მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველვყოთ

09.06.26 10:40
რუბიო: ველით ფაშინიანთან მუშაობას, რათა სამხრეთ კავკასიაში და მის მიღმა მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველვყოთ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. X-ზე გავრცელებულ პოსტში რუბიო წერს, რომ ამერიკა ელის ფაშინიანთან ერთობლივ მუშაობას, რათა სამხრეთ კავკასიაში და მის მიღმა მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა იქნას უზრუნველყოფილი. 

ვულოცავ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მისი პარტიის ხელახლა არჩევას. მშვიდობისკენ სწრაფვაში აშშ პრემიერმინისტრი ფაშინიანის გვერდით დგას და ჩვენ ერთგულები ვართ ვაშინგტონის ისტორიული სამშვიდობო სამიტის მიზნების წინ წაწევის მიმართ, მათ შორის, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის (TRIPP) დანერგვით. ველით ერთად მუშაობას, რათა სამხრეთ კავკასიაში და მის მიღმა მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველვყოთ", - წერს მარკო რუბიო.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49.81% მოიპოვა.

ცესკოს ინფორმაციით, მეორე ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 23.29% მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები