არჩევნებიდან 2 დღეში სომეხ ოპოზიციონერს ბრალი წარუდგინეს
სომხეთში ოპოზიციონერ გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - ინფორმაციას სომხური მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირკვევა, რომ პარტია “აყვავებული სომხეთის” თავმჯდომაეს ქვეყნიდან გასვლა აუკრაძალეს.
გამოცემის ცნობით, ბიზნესმენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, გაგიკ ცარუკიანის პარტიამ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 2 დღის წინ ჩატარდა, 4% მიიღო.
ცნობისთვის, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ წარუკიანი, ასევე ოპოზიციონერები, რობერტ ქოჩარიანი და სამველ კარაპეტიანი, პასუხისგებაში უნდა მისცენ.