პუტინის ვალდაის რეზიდენციიდან 9 კილომეტრში დრონსაწინააღმდეგო ბადეები დააყენეს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვალდაის რეზიდენციიდან 9 კილომეტრში დრონსაწინააღმდეგო ბადეები დააყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული მედიაპროქტი Агентство ავრცელებს.
- მანამდე, ჟურნალისტმა ოლეგ კაშინმა კვირა საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნოვგოროდის ოლქის ვალდაის რაიონში სატვირთო მანქანების სადგომებზე ბადეები დამონტაჟდა.
კონფლიქტების დაზვერვის ჯგუფის (CIT) კვლევითი ჯგუფის დამფუძნებლის, რუსლან ლევიევის თქმით, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციასთან, ვალდაიში, დრონების საწინააღმდეგო ბადეების განთავსება არ არის საჭირო სატვირთო მანქანების დრონებისგან დასაცავად, არამედ ოპერაცია "აბლაბუდას" განმეორების თავიდან ასაცილებლად.
ლევიევმა გაიხსენა, რომ ოპერაცია "აბლაბუდა" ფარგლებში შემთხვევითი სატვირთო მანქანების მძღოლები დაიქირავეს, "რომლებსაც დაევალათ სატვირთოების კონკრეტულ ადგილას მიყვანა, იქ გაჩერება და შემდეგ კლიენტის ზარის დალოდება". "როდესაც სატვირთო მანქანების მძღოლები დანიშნულ ადგილას მივიდნენ და გააჩერეს, მათი მანქანები მოულოდნელად "გაცოცხლდა", მათი სახურავები გაიხსნა და დრონები ამოფრინდა და სამხედრო აეროდრომებისკენ ფრენა დაიწყეს".
ცნობისთვის, ოპერაცია "აბლაბუდას" 2025 წელს რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ წარუმატებლად იქცა. 2025 წლის ივნისის დასაწყისში რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდა ფარული სატვირთო მანქანებიდან. SBU-ს ცნობით, 41 თვითმფრინავი დაზიანდა. ზოგიერთი ანალიტიკოსი თანამგზავრული ფოტოების მიხედვით, მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებლები შესაძლოა გაზვიადებული იყოს.