ზელენსკი: როდესაც პუტინს წერილს ვუგზავნიდი, მიზანი მქონდა და ვფიქრობ, საჭირო შედეგი მივიღე

10.06.26 10:25
ზელენსკი: როდესაც პუტინს წერილს ვუგზავნიდი, მიზანი მქონდა და ვფიქრობ, საჭირო შედეგი მივიღე

“როდესაც პუტინს წერილს ვუგზავნიდი, მიზანი მქონდა და ვფიქრობ, საჭირო შედეგიც მივიღე”- ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტალინში გამართულ პრესკომფერენციაზე გააკეთა.

ჩრდილეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკანასკნელი თვის მანძილზე, რამდენიმე წერილი გაგზავნა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაში, ისევე როგორც ამერიკაში და რუსეთში.

ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე წერილი გავგზავნე სხვადასხვა ინსტიტუტებში, ევროკავშირიდან დაწყებული, აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის კონგრესს, და ასევე პუტინს გავუგზავნე. სხვადასხვა მიზნები მქონდა. მაგალითად, როდესაც აშშ-ს მივმართავდი, ყველაფრის გაკეთება მსურდა, რათა ცოტათი მათი ყურადღება ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე გადმომეტანა.

ყველა დეტალის გაზიარება არ შემიძლია, მაგრამ ჩემს სახელმწიფოს ანტისარაკეტო საშუალებების ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა სჭირდება. შედეგი მივიღე, მაგრამ ახლა არ შემიძლია თქმა კონკრეტულად როგორი იყო ეს შედეგი, მაგრამ ეს გავაკეთე.

მიზანი მქონდა, როდესაც პუტინს წერილს ვუგზავნიდი, და ვფიქრობ, რომ საჭირო შედეგი მივიღე”, - განაცხადა ზელენსკიმ.