დრონებისა და რაკეტების შეტევა რუსეთზე - სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი და სამხედრო ქარხნები იყო

10.06.26 10:34
დრონებისა და რაკეტების შეტევა რუსეთზე - სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი და სამხედრო ქარხნები იყო

რუსეთში, სამარის ოლქსა და ჩუვაშეთის რესპუბლიკაში, ღამით და დილითაც დრონებისა და რაკეტების თავდასხმები განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამარაში ცეცხლი გაუჩნდა კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა.

ამასთან, ჩებოქსარებში თავდასხმის სამიზნე სამხედრო დანიშნულების საწარმო „ვნიირ-პროგრესი“ გახდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. ჩუვაშეთის ხელმძღვანელმა სარაკეტო შეტევა დაადასტურა და განაცხადა, რომ დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები.

„ვნიირ-პროგრესი“ აწარმოებს კომპონენტებს მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და რაკეტებისთვის, მათ შორის სისტემებს, რომლებიც გამოიყენება „ისკანდერის“, „კალიბრისა“ და სხვა რუსულ შეიარაღებაში. დაშავებულთა და ზარალის ზუსტი მასშტაბი ამ დრომდე ზუსტდება.