"ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას" - ტრამპი

10.06.26 23:04
"ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას" - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს

მისი თქმით, სომხეთი ნიკოლ ფაშნიანის ლიდერობის პირობებში წარმატების ისეთ დონეს მიაღწევს, რომელიც ყველაზე წარმოუდგენელ მოლოდინებს გადააჭარბებს. 

ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში მის დამაჯერებელ გამარჯვებას. ძალიან მეამაყებოდა, რომ არჩევნების წინ დავუჭირე მხარი და ეჭვი არ მეპარება, რომ სომხეთის შესანიშნავი ქვეყანა მისი ლიდერობის პირობებში სიდიადისა და წარმატების ისეთ დონეს მიაღწევს, რომელიც ყველაზე წარმოუდგენელ მოლოდინებს გადააჭარბებს!​" - წერს დონალდ ტრამპი.