ნარკოოპერაცია ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ - ვინ დააკავა ამჯერად სტამბოლის პოლიციამ

11.06.26 13:18
ნარკოოპერაცია ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ - ვინ დააკავა ამჯერად სტამბოლის პოლიციამ

ნარკოოპერაცია ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ - სტამბოლის პოლიციამ ნარკოტიკებთან და პროსტიტუციასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში 22 ადამიანი, მათ შორის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, ცოლ-ქმარი ბერენ საათი და ქენან დოღულუ, მსახიობი ენის არიქანი, მომღერალი ბერდან მარდინი და მუსიკოსი ოზან დოღულუ დააკავა.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები დაკითხვისთვის სტამბოლის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო მანამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ ორგანოებს გამოძიების შესახებ დეტალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ, ნათქვამია, რომ ოპერაციის მასშტაბები შესაძლოა გაფართოვდეს.

ცნობისთვის, გასულ თვეში სტამბოლის პროკურატურამ, ნარკოტიკების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ათეულობით ცნობილი პირის დაკავების ორდერი გასცა. მათ შორის იყო ცნობილი თურქი მსახიობი სერენაი სარიქაიაც. ორდერის გაცემისას სარიქაია თურქეთში არ იმყოფებოდა. მსახიობმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განყოფილებაში ჩვენება მისცა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. სარიქაიას ანალიზებში ნარკოტიკების კვალი არ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც მსახიობი გაათავისუფლეს.

ხელისუფლებამ ასევე გამოაქვეყნა ადრე დაკავებული ცნობილი ადამიანების ნარკოლოგიური შემოწმების შედეგები. ცნობების თანახმად, კოკაინი აღმოაჩინეს მაბელ მატიზის, ტარიკ ტუნჯა ბაქირის, აიჯან იაღჯის, ედა დორას, ასლიჰან თურანლის, ვოლკან ბაჰჩეკაპილის და იასემინ იკბალისგან აღებულ ნიმუშებში.