ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია

12.06.26 10:11
ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დასრულების მიმართულებით მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მხარეები ახლოს არიან საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან, რომელიც შესაძლოა უახლოეს დღეებში ევროპაში გაფორმდეს.

ტრამპის განცხადებით, შეთანხმების მთავარი პუნქტი ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნაზე სამუდამო უარის თქმაა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ეს იყო ვაშინგტონის მთავარი მოთხოვნა და კონფლიქტის მოგვარების მთავარი მიზანი. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება და რეგიონში ვითარება დასტაბილურდება.

თუმცა, ტრამპის ოპტიმისტურ განცხადებებს ოფიციალურ თეირანში სიფრთხილით შეხვდნენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ხელმოწერის ადგილისა და თარიღის შესახებ სპეკულაციურ ხასიათს ატარებს და მოლაპარაკებების გარკვეული დეტალები კვლავ დაუზუსტებელია.

ცნობისთვის, ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ შეთანხმება შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას ევროპაში გაფორმდეს. ამასთან, ირანული მხარე აცხადებს, რომ მიუხედავად მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესისა, საბოლოო შეთანხმებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

მსგავსი სიახლეები