ირანი აშშ-სთან შეთანხმებას ჯერ არ ადასტურებს

12.06.26 10:20
ირანი აშშ-სთან შეთანხმებას ჯერ არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან შესაძლო შეთანხმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ნაადრევად მიიჩნევს. როგორც CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, თეირანში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების მიუხედავად, საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დიპლომატიური პროცესის მიმდინარეობაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ შუამავლებს, მათ შორის კატარსა და პაკისტანს, თუმცა ვაშინგტონის ქმედებები მოლაპარაკებების დინამიკაზე კვლავ გავლენას ახდენს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ესმაილ ბაღაის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სპეკულაციაა და თეირანს შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„თავიდანვე ჩვენთვის მოლაპარაკებების სტატუსი ნათელი იყო და ტექსტის დიდი ნაწილი უკვე დასრულებული იყო. თუმცა, ამერიკელები პოზიციებს ცვლიდნენ“, - განაცხადა ბაღაიმ.

მისი თქმით, ირანმა „დაამტკიცა, რომ არ მიდის კომპრომისზე იმ საკითხებზე, რაც წითელ ხაზებად განსაზღვრა“.

„ირანს, ჯერჯერობით, არანაირ შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია“, - აღნიშნა ბაღაიმ.

მსგავსი სიახლეები